IT აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციულ–ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს, რომლის ფარგლებშიც დამკვეთი კომპანიის გეგმის მიხედვით დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ ტარდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ამა თუ იმ ან ყველა კვანძის საფუძვლიანი კვლევა საინფორმაციო სისტემის ეფექტურობის, დაცულობის, ოპტიმიზებულობის გამოსავლენად; ხდება რა არსებული პრობლემების აღმოჩენა, მათი დროულად და ეფექტურად აღმოფხვრის მიზნით ტარდება რიგი ღონისძიებები და მუშავდება რეკომენდაციები.
IT აუდიტის ძირითადი მიზნები:
1. საინფორმაციო სისტემის მდგომარეობის შეფასება და ანალიზი;
2. ორგანიზაციის მოთხოვნებისადმი საინფორმაციო სისტემის შესაბამისობის ანალიზი;
3. IT–სტრატეგიის შემუშავება;
4. IT–ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციის/მოდერნიზაციის გეგმის შემუშავება;
ამ მიზნების განხორციელების ფარგლებში ხდება ისეთი ქვეპროცესების განხორციელება, როგორებიცაა საინფორმაციო სისტემის მდგრადობისა და საიმედობის, მისი უსაფრთხოებისა და მოწყვლადობის, ფუნქციური სისრულის, რეალური მიმდინარე და მაქსიმალური სიმძლავრეების, ტექნოლოგიების განვითარების მიმდინარე დონესთან შესაბამისობისა და სხვა პარამეტრების შეფასება და ყოველი „სუსტი რგოლისთვის“ განვითარების/სრულყოფის პროცესისათვის კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება.
IT პროცესების განხორციელება და ეტაპები:
1. არსებული IT–ინფრასტრუქტურის, დამკვეთის განკარგულებაში მყოფი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფების საფუძვლიანი კვლევა, ინვენტარიზაცია და მკაფიო აღწერა;
2. IT–გადაწყვეტების არსებული არქიტექტურების გამოკვლევა, გადაწყვეტილებათა კლასიფიცირება, მათი სიის შედგენა და მისადაგება დამკვეთის საწარმოო ბიზნეს–პროცესებთან, მოწყვლადი უბნების გამოვლენა და ოპტიმიზაციის სავარაუდო პრინციპების დადგენა;
3. სხვადასხვა IT–სისტემების ურთიერთქმედების ლოგიკის ანალიზი, სისტემებსა და სამომხმარებლო პროგრამებს შორის ინტერფეისების აღწერა;
4. აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის, IT–გადაწყვეტების არქიტექტურის ოპტიმიზების ღონისძიებებისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება დამკვეთის ინვესტიციების მაქსიმალურად შენარჩუნებისა და დაცულობის გათვალისწინებით.
IT აუდიტის რეპორტი
დამკვეთს IT–აუდიტის რეპორტი ეცნობება დაწვრილებითი ანგარიშის სახით, რომელშიც IT–ინფრასტრუქტურის კვლევის შედეგებთან ერთად წარმოდგენილ იქნება ბოლო ეტაპის პროდუქტი – აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის, IT–გადაწყვეტების არქიტექტურის ოპტიმიზების ღონისძიებებისათვის დამკვეთის ინვესტიციების მაქსიმალურად შენარჩუნებასა და დაცულობაზე გათვლით მომზადებული რეკომენდაციები და წინადადებები.
ჩვენ შეგვიძლია თქვენი ინფრასტრუქტურის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელური აპარატურის შეფასება და ანალიზი მის მასშტაბურობაზე, დაცულობასა და სამომავლო ცვლილებებისადმი მზაობაზე. შეთავაზება მოიცავს:
1. ორგანიზაციის კომპლექსური IT–აუდიტი;
2. სერვერული და კომპიუტერული აპარატურის აუდიტი;
3. ქსელური ინფრასტრუქტურის აუდიტი;
4. უსაფრთხოების სისტემების აუდიტი;
5. პროგრამული უზრუნველყოფის აუდიტი;
6. ბიზნეს–პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფის აუდიტი;
7. სამუშაო ადგილების აუდიტი;
8. ელექტროკვების აუდიტი;