IT აპარატურის მხარდაჭერა
ჩვენს ყოველდღიური საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების აპარატურის საჭიროება სულ უფრო მზარდი და მოთხოვნადი ხდება. მათი ნორმალური ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა და დასახული მიზნების რეალიზება.
ჩვენ გთავაზობთ
ჩვენ შევქმენით საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის მასშტაბური პლატფორმა და გვაქვს შესაძლებლობა, კლიენტებს შევთავაზოთ ნებისმიერი მოცულობის/რაოდენობის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა. ჩვენი მომსახურების პრინციპები ეფუძვნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის პროცესების მართვაში და გამოირჩევა ოპტიმალურობითა და მაღალი ხარისხით.
IT აპარატურის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგ სერვისებს:
1. კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა (ნებისმიერი ოპერაციული სისტემა) და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფების (მაგ: MsOffice, Adobe Photoshop და ა.შ.) მხარდაჭერა;
2. კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის შეკეთება;
3. ჩვენი მხარდაჭერის სევრისი კომპლექსურია და მოიცავს, როგორც რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, ასევე მომხმარებლებთან წარმოშობილ ხარვეზებზე მყისიერ რეაგირებას.