კარგი ბრენდის შექმნა თქვენი ბიზნესის წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ბრენდის შექმნა და მისი ცნობადობის ზრდა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. ბრენდირება საჭიროებს სწორ ხედვას, ეფექტურ სტრატეგიას და მის სრულფასოვან იმპლემენტაციას.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- ახალი ბრენდის შექმნა და პოპულარიზაცია;
- არსებული ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
- ბრენდირების სტრატეგიის შემუშავება;
- ბრენდბუქის შექმნა;
- სახელწოდების/ლოგოს მოფიქრება;
- ციფრული ბრენდირება: ვებ გვერდის დიზაინი, მობილური აპლიკაცია, Facebook აპლიკაცია, სოციალური მედია მარკეტინგი, ტარგეტირებული კონტენტ მარკეტინგი და სხვა.
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
სახელწოდების მოფიქრება
ბრენდის სახელწოდების მოფიქრება საინტერესო და მარტივი საქმე ჩანს, თუმცა ვისაც გამოცდილება ჰქონია სახელწოდების მოფიქრებასთან დაკავშირებით დაგვეთანხმება, რომ კარგი სახელწოდების მოფიქრება, არც თუ ისე მარტივი საქმეა. ეფექტური სახელწოდების მოფიქრება საჭიროებს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებას, როგორიცაა: სიტყვის მნიშვნელობა, მისი ბრენდირებისთვის ვარგისიანობა, თავისუფალი დომენის არსებობა, სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შესაძლებლობა, გამორჩეულობა, პროდუქტის/მომსახურების თავისებურებები, მიზნები და ა.შ.
ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება გააჩნია ბიზნეს სახელწოდების მოფიქრებაში, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა აღნიშნულ ფაქტორს და ვქმნით გამორჩეულ სახელწოდებებს თქვენი ბიზნესისთვის.
ლოგოს დამზადება
ლოგოს დამზადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი კომპანიისთვის. ლოგოს მეშვეობით ადამიანები ცნობენ თქვენი ბრენდის პროდუქტებს და ასხვავებენ მათ კონკურენტებისგან, გარდა ამისა ლოგო ხარისხის სიმბოლოა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, არავის უჩნდება კითხვა – რატომ გვჭირდება კარგი ლოგოს დამზადება ?
ლოგოს დამზადება ზრდის მოგებას!
ლოგოს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ბიზნესისთვის მეტი მოგების მოტანა. მაგალითად: ჩავატაროთ ექსპერიმენტი, გავყიდოთ მაკდონალდსის პროდუქცია არაბრენდირებული სახით (სხვა ლოგოთი ან ცარიელი შეფუთვით), შედეგი ყველასთვის ნათელია, გაყიდვები გაცილებით ნაკლები იქნება, იმის მიუხედავად, რომ ვყიდით იმავე პროდუქტს, რომელიც ბევრს ასე უყვარს.
სხვა ბევრი მაგალითი გაგახსენდებოდათ ამ საკითხზე, ახლა კი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.
როგორი უნდა იყოს ლოგო?
მნიშვნელოვანია ლოგო იყო ლამაზი, განსხვავებული, სიმბოლური და დასამახსოვრებელი.
ლამაზი ლოგო- ლოგოს უნდა ჰქონდეს უნიკალური დიზაინი, ნეიტრალური ადამიანის მიერ მისმა დანახვამ უნდა განაპირობოს დადებითი ემოციების წარმოშობა.
განსხვავებული– ლოგოს მთავარი მიზანია, კომპანიის ბრენდის გამორჩევა სხვა ბრენდებისგან, შესაბამისად, კარგი ლოგო არ უნდა ჰგავდეს სხვა კომპანიის ლოგოებს, არც ვიზუალურად და არც იდეურად.
სიმბოლური– ლოგო სიმბოლურად უნდა უკავშირდებოდეს კომპანიას, მაგ: დომინოს პიცის ლოგოზე დატანებულია დომინოს ფიგურა. თუმცა არსებობს ისეთი ლოგოებიც, სადაც ეს კავშირი არ არსებობს, მაგ: ნაიკის ლოგოზე.
დასამახსვორებელი– ლოგო უნდა შეიცავდეს მაინტრიგებელ ელემენტს, რაღაცას ისეთს, რაც მომხმარებელს არ დაავიწყდება. მაგ: კომპანია Apple_ის ლოგოზე ასეთი ელემენტია ვაშლის მოკბეჩილი სახით არსებობა. კომპანია სტარბაქსის შემთხვევაში ეს არის სურათი ლოგოს შიგნით და ა.შ.
ლოგოს დამზადება ფასი ?
ლოგოს ფასი განსხვავდება სირთულისა და სამუშაოს მოცულობის მიხედვით.
პირვერ რიგში უნდა განსაზღვროთ სამუშაოს მოცულობა – ლოგოს გაკეთება გსურთ მხოლოდ, თუ სრული ბრენდბუქის დამზადება, რომლის ერთ-ერთი ელემენტია ლოგოს აწყობა.
ამის შემდგომ უნდა შეარჩიოთ სასურველი ლოგოს ტიპი
სულ ესაა, ამ ინფორმაციის საფუძველზე, შემსრულებელი მარტივად განსაზღვრავს ლოგოს ღირებულებას და მადლობას გეტყვით ასეთი მომზადებულობისათვის.
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია
თანამედროვე კონკურენტულ სამყაროში მნიშვნელოვანია უნიკალური ბრენდის შექმნა და ამავდროულად მისი დაცვა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში. ამის საუკეთესო საშუალებაა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ თქვენი სახელწოდება და ლოგო იქამდე არ იქნება დაცული, სანამ თქვენ არ მოახდენთ მათ რეგისტრაციას.