გადაწყვიტეთ ბიზნესის კეთება და ამისათვის შექმენით კომპანია? არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ბიზნესს მომხმარებლები ესაჭიროება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინაშე მომხმარებლების მოძიების და დაინტერესების ამოცანა დგას. მათ უნდა გაიგონ თქვენი არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გადაწყვეტილება საკუთარი ვებ გვერდის შექმნაა, დღეს ეს უკვე ძალიან მარტივი საქმე გვგონია, მაგრამ სანამ საქმეს შეუდგებით ჯერ უამრავი დეტალის გაანალიზება არის საჭირო.
პირველი რაც უნდა გავარკვიოთ არის ის, თუ რა ტიპის საიტი სჭირდება თქვენ ბიზნესს, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები.
ჩამოვთვალოთ რა ტიპის საიტები არსებობს:
- ლენდინგ გვერდი;
- სავიზიტო ვებგვერდი;
- საინფორმაციო/ბიზნეს ვებგვერდი;
- ტურისტული, იურიდიული, ფინანსური/ბუღალტრული მომსახურებების საიტი
- გადაზიდვების საკურიერო ვებგვერდი;
- საინფორმაციო პორტალი;
- სამედიცინო პორტალი;
- პორტფოლიო;
- კატალოგი;
- ონლაინ მაღაზია;
- სამშენებლო კომპანიის ვებგვერდი;
- ყიდვა-გაყიდვის პორტალი;
- ტრენინგ ცენტრის ვებგვერდი;
- მობილური აპლიკაცია.
როგორია ვებ საიტის დამზადების პროცედურა?
ვებ საიტის დამზადების პროცესი იყოფა რამდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი მომსახურეობა.
- პირველადი უფასო კონსულტაცია – კლიენტთან ერთად განვიხილავთ ვებ საიტის თითოეულ ელემენტსა და მომსახურების პირობებს, რის შედეგადაც განისაზღვრება ჩვენი შემოთავაზება.
- ვებ საიტის ფუნქციონალსა და დიზაინზე შეთანხმება– მხარეებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც განსაზღვრულია მომსახურების პირობები, როგორიცაა: ვებ საიტის ფუნქციონალი, ვადები, ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.
- საიტის დიზაინის შექმნა – კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იქმნება საიტის ეფექტური დიზაინი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საიტების დამზადება;
- ვებ საიტის აწყობა – ვებ საიტის დამზადება ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
- კონტენტის ატვირთვა – ვებ საიტის ტექნიკურად გამართვის შემდგომ, ხორციელდება საიტის ტექსტური მასალებით შევსება.
- საბოლოო ცვლილებები – საიტის დამზადების პროცესი, მისი აწყობით არ მთვარდება კლიენტი უფლებამოსილია განსაზღვროს საბოლოო შენიშვნები და მხოლოდ მათი გათვალისწინების შემდგომ მოხდება ვებ-საიტის ჩაბარება.
- სამუშაოს ჩაბარება – ვებ-საიტისთვის საბოლოო სახის მიცემისა და კლიენტის მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების შედეგად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი და სამუშაო ითვლება შესრულებულად.
Facebook Comments Box